0

E-Auction Terms

+995 322 51 74 03

BELUX

წესები და პირობები

 

ბელუქსი უფლებამოსილია:

თქვენს ( მომხმარებლის ) მიერ ამ ვებ გვერდით სარგებლობისას და ინტერნეტ აუქციონის ან ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით ნივთების შეძენისას გამოიყენება ამ ხელშეკრულების პირობები, რომელიც წარმოადგენს თქვენსა და შპს ”ბელუქსი პლიუსი”-ს (ბელუქსი) შორის დადებულ ხელშეკრულებას და მისი პირობები სავალდებულოა მხარეთათვის .

 

ეს ვებ გვერდი,  მისი შინაარსი, მახასიათებლები და მომსახურება(”ვებ გვერდი”) არის ბელუქსის მიერ შეთავაზებული მომსახურება და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად .

 

1. ვებ გვერდის გამოყენების შეზღუდული ლიცენზია . ამ ვებ გვერდის მომხმარებელი სარგებლობს ვებ გვერდის არაექსკლუზიური, ინდივიდუალური, შეზღუდული და გაუქმებადი ლიცენზიით (უფლებით) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.  ბელუქსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს ზემოაღნიშნული სარგებლობის უფლება.

 

 

 

 

 

 

გამოყენების შეზღუდული უფლება; მესამე პირებთან კომუნიკაცია:

წინამდებარე ვებ გვერდი არის მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის და იკრძალება მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება . მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მომხმარებელი უფლებამოსილია შეიძინოს ვებ გვერდის მეშვეობით გასაყიდი საგნები ნებისმიერი ჯგუფის სახელით თუ მომხმარებელს გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება . მომხმარელებლს ეკრძალება ვებ გვერდის დეკომპელირება, დაშლა, გაქირავება, გაყიდვა, ლიცენზირება ან ნებისმიერი სხვა სახის გადაცემა. ასევე მომხმარებელს ეკრძალება ქსელების მონიტორინგი ან პროგრამების გამოყენება რაც მას შესაძლებლობას მიცემს მიიღოს და გამოიყენოს სხვა მომხმარებლების შესახებ მონაცემები. ბელუქსის წინასწარ წერილობით თანხმობის გარეშე მომხმარებელს ეკრძალება ნებისმიერი რობოტის, სპაიდერის ან სხვა მსგავსი ტიპის პროგრამის გამოყენება რაც ვებ გვერდის ავტომატურად კოპირების და ანალიზის შესაძლებლობას მისცემს . მომხმარებელს ეკრძალება ამ ვებ გვერდის მეშვეობით მცდარი, უკანონო ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მესამე მხარისადმი.მომხმარებელს ეკრძალება კომერციული მიზნებისთვის ამ ვებ გვერდის ტექსტის ან სხვა შინაარსის კოპირება, მოდიფიცირება, რეპროდუქცია, გამოცემა, დისტრიბუცია, ჩვენება ან მესამე პირებისადმი გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.იკრძალება ამ ვებ გვერდის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენება.

 

 

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლება:

3.1. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულიარაა , მაშინ არც მომხმარებელზე და არც მესამე პირებზე არ გადავა არანაირი ლიცენზია , არანაირი  ხვა უფლება , უფლების ჩამორთმევა ან სხვაგვარი კანონით რეგულირებული აქტი , რომელიც და ავშირებულია სავაჭრო ნიშანთან ან სხვა ინტელექტუალურ უფლებასთან . მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ვებგვერდის შინაარსზე და პრეტენზიას არ აცხადებს მისი სავაჭრო ნიშნის დაუცველობაზე .

ველაფერი რაც მოცემულია  ვებ გვერდზე , მათ შორის  ტექსტი , გრაფიკა , ლოგო , დასაჭერი ღილაკი , აუდიო კლიპ ები,  ციფრული ჩანაწერი , და  ასე შემდეგ  არის ბელუქსის  ან საგნის მიმწოდებლის საკუთრება და  ის დაცულია  ქართული  და საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონმდებლობით.

www .beluxhome.com - გრაფიკები , ლოგოები , გვერდის თავფურცლები , ღილაკები და მომსახურების სახელწოდებები არის ბელუქსის სავაჭრო ნიშანი . ბელუქსის სავა რო ნიშნისგადაცემადაუშვებელიანებისმიერპროდუქტზე , ნებისმიერი სახით ან მომსახურებაზე , რომელთან არანაირი კავშირი არ გააჩნია ბელუქსს , ან სხვაიმგვარი სახით  რამაც შესაძლოა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ან ბელუქსისდისკრედიტირება გამოიწვიოს. ყ ველასხვასავაჭრონიშანი , რომელიცარეკუთვნისბელუქსს , არისსხვათასაკუთრება , რომლების არშეიძლება დაკავშირებულია ნაფილირებული ან დასპონსორებული იქნეს ბელუქსის მიერ .

 

ვებ გვერდის გამოყენება:

4.1. ვებგვერდისგამოყენებისასმომხმარებელსუფლებაარაქვს :

- ბელუქსის საიტზეგანათავსოსშინაარსობრივადსაკითხისხვაკატეგორიისგრაფაში ;

- დაარღვისო კანონმდებლობა ან მესამე პირთა უფლებები;

- ისარგებლოს ბელუქსის ვებ გვერდით და შესაბამისი სერვისებით თუ მომხმარებელი არ არის ქმედუმარიანი, მას არ შესრულებია 18 წელი ან მას ჩამორთმეული აქვს ამ ვებ გვერდით ან მისი სერვისებით სარგებლობის უფლება ;

- დროულად არ გადაიხადოს შეძენილი საგნის ღირებულება;

- მოახდინოსფასითმან იფულირებადაჩაერიოსსხვამომხმარებელთასიებში .

- შეცვალოსანმანიპულირებამოახდინოსბელუქსისსტრუქტურაზე , საგადახდოპროცესზე , ანიმგადასახადებზე , რომლებიც მომხმარებელს მართებს ბელუქსის მიმართ ;

- განათავსოსარაეთიკური , მცდარი, დამაკნინებელისახისინფრმაცია , ( მათშორისპირადიხასიათისინფორმაციაც ) ანახორციელოსნებისმიერიმოქმედება , რომელიც გააუარესებს ბელუქსის რეიტინგს ( მაგალითად , არაჯეროვნადგანახორციელოსგამოხმაურება , ანმოხსნასსაიტიდანგამოხმაურებებიბელუქსისინტერესებისსაწინააღმდეგოდ ) ;

- გადასცეს ბელუქსის მომხმარებლის ანგარიში და მომხმარებლი სახელი ნებისმიერ მესამე პირს ბელუქსისნებართვისგარეშე .

- განათავსოსსაიტზესპამი , განუსაზღვრელიმოცულობისელექტრონულიკომუნიკაცია , ჯაჭვურადგადაბულიწერილებიანპირამიდულისქემები .

- განათავსოსვირუსე იანსხვატექნოლოგიები , რომლებმაცშეიძლებაუარყოფით გავლენამოახდინოსბელუქსზე , მისინტერესებზეანმისსაკუთრებაზე .

- დააკოპიროს , მოდიფიცირებაგაუკეთოს , ანბელუქსისსაიტებიდანმოხსნასმისიწესები , მომსახურება , ფუნქციები , ბელუქსისსავაჭრო ნიშნები დასაავტოროუფლებები .

- შეაგროვოსინფორმაციამომხმარებლებზე , მათშორისმოიპოვოსმათიელექტრონულიფოს ტის მისამართები მათითანხმობისგარეშე .

- ბელუქსის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე გაავრცელოს ამ ვებ გვერდის ან მსგავსი საშუალებით ნებისმიერი რეკლამა, შეთავაზება, სერვისი, ფონდირებასთან დაკავშირებული შეთავაზება ან რაიმე საწარმოს წევრობის შეთავაზება .

 

4.2 ვებ გვერდის ადმინისტრირებისას ბელუქსი უფლებამოსილია :

- განათავსოს ნებისმიერი სარეკლამო ან სასპონსორო მასალები.რეკლამის განმთავსებლები და სპონსორები თავად არიან პასუხისმგებელი განთავსებული მასალების სიზუსტებზე და კანონიერებაზე.ბელუქსი არ იქნება პასუხისმგებელი სპონსორების ან რეკლამის განმთავსებლების მიერ დაშვებულ უზუსტობებზე, უკანონობებზე ან ფაქტების დამახინჯებაზე .

- მოსთხოვოს მომხმარებლების რეგისტრაციის გავლა ვებ გვერდის მომხმარებლის ანგარიშის მისაღებად. რეგისტრაციის აუცილებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს მხოლოდ უტყუარი ინფორმაცია.მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს ბელუქს მიწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ. თუ სარეგისტრაციო ვებ გვერდზე სხვა რამ არ არის მითითებული თითოეული მომხმარებლის ანგარიში განკუთვნილი უნდა იყოს ერთი მომხმარებლისთვის . ბელუქსი უფლებას არ აძლევს ა ) სხვას გარდა მომხმარებლისა გაიაროს რეგისტრაცია და ისარგებლოს მომხმარებლის სახელით და კოდით ; ან ბ ) ერთი და იგივე მომხმარებლის სახელი და კოდი გამოყენებული იყოს რამოდენიმე მომხმარებლის მიერ .

- ბელუქსი არ აცხადებს და გარანტიას არ იძლევა მასზე, რომ ეს ვებ გვერდი, მისი შემცველობა ან სხვა მასალები არ შეიცავს, რამენაირ შეცდომას, ვირუსებს, მავნე კომპონენტებს, დეფექტს და რომ ვებ გვერდი შეუფერხებლად იქნება მისაწვდომი.ბელუქსი ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ გვერდის შემცველობა არის მისაწვდომი, ზუსტი ან სხვაგვარად მისაწვდომი . ნებისმიერ დროს ბელუქსს შეუძლია გააუმჯობესოს ან შეცვალოს ვებ გვერდის მახასიათებლები ან შემცველობა . მომხმარებელი თანახმაა აიღოს ამ ვებ გვერდის სარგებლობისგან გამომდინარე შესაძლო ზიანის რისკი (რაც გამოწვეულია შეცდომებით ან ვირუსებით) საკუთარ თავზე ;

- მომხმარებელი თანახმაა, რომ ამ ვებ გვერდზე შეიძლება გამოქვეყნებულ იყოს მესამე პირების მასალები (მათ შორის ბმულები).ამასთანავე ბელუქსი არ იქნება პასუხისმგებელი მესამე პირთა ბმულებთან დაკავშირებულ შეცდომებზე, დარღვევებზე, კანონდარღვევებზე, სიცრუეზე, პორნოგრაფიაზე ან სხვა მსგავსი ტიპის მასალებზე რაც ატვირთული იქნება მესამე მხარის მიერ . მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აღნიშნული ტიპის მესამე მხარეთა მიერ ატვირთული მასალები არც სანქცირებულია ბელუქსის მიერ და არც ბელუქსის აზრს ასახავს.

- მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და აცნობიერებს, რომ ის აუნაზრაურებს ბელუქსს, ბელუქსის თანამშრომლებს, დირექტორებს, აგენტებს, ლიცენზიატებს და ნებისმიერ მესამე მხარეს ნებისმიერ ზიანს, დანაკარგს, ხარჯებს (მათ შორის გონივრულ ადვოკატის/იურისტების ხარჯებს) რაც გამოწვეული იქნება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევით ან მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალებით.

- ბელუქსი უფლებას იტოვებს გამოიძიოს ვებ გვერდის არასწორ მოხმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერ ჩივილი და შესაბამისად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს ან/და ნებისმიერ მესამე მხარეს და გაუმხილოს ამგვარ მხარეს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაკავშირებულ იყოს მომხმარებლის პროფაილთან, ელექტრონულ ფოსტის მისამართთან, მოხმარების ისტორიასთან, ატვირთულ მასალებთან, IP მისამართებთან ან ინტერნეტ ტრაფიკთან დაკავშირებით .

- ბელუქსი უფლებას იტოვებს მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას რათა დაიცვას ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები , მათ შორის მომხმარებლის წვდომის დაბლოკვასთან დაკავშირებით .

- თუ ბელუქსი თვლის, რომ მომხმარებელი პრობლემას უქმნის ვებ გვერდს, მის მომხმარებლებს, არღვევს ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ან მოქმედებს ბელუქსის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, ბელუქსი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უფლებამოსილია შეზღუდოს, შეაჩეროს, და შეწყვიტოს თავისი სერვისები, ნებისმიერი სამომხმარებლო ანგარიში, თავისი ვებ გვერდისადმი წვდომა, წაშალოს ატვირთული მასალები და განახორციელოს ტექნიკური თუ იურიდიული ნაბიჯები რაც საშუალებას მისცემს არ დაუშვას მომხმარებლები ვებ გვერდზე . ამასთანავე, ბელუქსი თავისი შეხედულებისამებრ უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს იმ მომხმარებლის ანგარიშირომლებიც განმეორებით დაარღვევენ მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას . ასევე ბელუქსი იტოვებს უფლებას გააუქმოს დაუდასტურებელი მომხმარებლის ანგარიშები ან ის ანგარიშები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გააქტიურებულა .

 

ელექტრონული გაყიდვების პირობები

- მომხმარებელი, რომელიც პირველი გადაიხდის მითითებულ ფასს(შესაბამისი საბუთების გაფორმების შემდეგ) გახდება ბელუქსის მიერ ელექტრონული გაყიდვების მეშვეობით გასაყიდი საგნის მყიდველი ;

- მომხმარებელი უფლებას აძლევს ბელუქსს ჩამოაჭრას მას გარკვეული თანხა რაც არ აღემატება ბელუქსის მიერ გასაყიდი საგნის ღირებულებას .

- ელექტრონული გაყიდვების საშუალებით საგნის შესაძენად მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს  არანაკლებ საგნის ღირებულების 30 % (ოცდაათი პროცენტი) (რაც განიხილება როგორც დეპოზიტი/ბე) საგნის შეძენის მომენტში, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდილ უნდა იყოს საგნის შესყიდვიდანარა უგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში ( იგივე საბანკო ბარათის,ბელუქსის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ან ბელუქსის ოფისში სალაროში ნაღდიან უნაღდო ანგარიშწორებით ); იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ გადაიხდის დარჩენილ თანხას მითითებულ ვადაში ბელუქსი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება და არ დაუბრუნოს მომხმარებელს დეპოზიტს/ბეს სახით გადახდილი თანხა . მომხმარებელს ასევე შეუძლია გადაიხადოს მთლიანი თანხა შესყიდვის მომენტშივე .

- ბელუქსი მიაწვდის მომხმარებელს შესყიდულ საგანს 2 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ მას შემდეგ რაც მომხმარებელი გადაიხდის მთლიან თანხას და ეს თანხა აისახება ბელუქსის საბანკო ანგარიშზე .

- ბელუქსი უფლებამოსილია არ მიაწოდოს მომხმარებელს გაყიდული საგანი მანამ სანამ მთლიანი თანხა არ ჩაირიცხება ბელუქსის საბანკო ანგარიშზე .

- თუ მომხმარებელი ფიზიკური პირია ის ვალდებულია განახორციელოს გადახდა თავისი საბანკო ბარათის მეშვეობით .

- თუ მომხმარებელი იურიდიული პირია ის ვალდებულია განახორციელოს გადახდა თავისი საბანკო კორპორატიული ბარათის მეშვეობით .

- პროდუქტის ფასი მოიცავს მიწოდებას და მონტაჟს, ქალაქ თბილისის ფარგლებში.

- შესყიდული საგნის მიწოდება ქალაქ თბილისის გარეთ განხორციელდება მომხმარებლის ხარჯზე.დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +99532 2517400 /01/02


 

 

კონფიდენციალურობა

ბელუქსი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის საბანკო მონაცემები და მათი ვინაობის კონფიდენციალურობა . ბელუქსი ვალდებულია არ გადასცეს და არ შეატყობინოს ნებისმიერ მესამე მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია .

წინამდებარე მუხლის პირობების მიუხედავადა შემდეგი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იყოს როგორც კონფიდენციალური: ( ) ინფორმაცია რომელიც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის მომხმარებლის მიერ ბელუქსისთვის მიწოდებამდე ; ( ) გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ბელუქსის მიერ ამ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გარეშე ; ან ( ) მომხმარებლის მიერ ბელუქსისათვის გადაცემამდე იყო ბელუქსის მფლობელობაში და ბელუქსს არ გააჩნდა მომხმარებლის წინაშე კონფიდენციალურობის ვალდებულება ან ( ) არ შეიძლება მიჩნეულ იყოს კონფიდენციალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

ბელუქსის ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები რაც აუცილებელია კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად . კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ბელუქსის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, აგენტებს და პროფესიონალურ კონსულტანტებს,რომლებსაც უშუალოდ აქვთ კავშირი აღნიშნულ ინფორმაციასთან.

 

 

დაბრუნების პოლიტიკა

8.1 ბელუქსი ვალდებულია დაიბრუნოს გაყიდული საგნები მხოლოდ შემდეგი გარემოებების არსებობისას:

- მომხმარებლისადმი მიწოდებული ინფორმაცია საგნის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი აღმოჩნდა (ფერი, ზომა, მასალა ან სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები) . ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს საგანი ბელუქსის მიერ მიწოდებისთანავე და უარი განაცხადოს აღნიშნული საგნის მიღებაზე ;

- აღმოჩნდა, რომ საგანს ჰქონდა გარკვეული ფარული ქარხნული ნაკლი ;

- აღმოჩნდა, რომ საგანი არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის და მომხმარებლის ქონებისთვის ;

8.2 საგანი შეიძლება დაბრუნებულ იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს საგნის მიღებაზე წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 მუხლში აღნიშნულ შემთხვევებზე დაყრდნობით, შეატყობინებს ნაკლის შესახებ ბელუქსს არა უგვიანეს 48 საათისა და მოითხოვს საგნის დაბრუნებას.

8.3 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი ავეჯი არ შეეტია ან ვერ განთავსდა მისთვის სასურველ ადგილზე, ბელუქსი არ არის ვალდებული დაიბრუნოს ავეჯი. კომპანია აღნიშნულ ნივთს მიუტანს მომხმარებელს მითითებული მისამართიზე იმ უახლოეს ადგილამდე სადაც შესაძლებელია ნივთის განთავსება მექანიკური ქმედების გარეშე.

8. 4საგნის დაბრუნების და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების სანაცვლოდ ბელუქსს შეუძლია გამოასწოროს  უმნიშვნელო ნაკლი.

8. 5იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საგანი დაბრუნებას ექვემდებარება ბელუქსი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს საგნის სანაცვლოდ მიღებული თანხა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

 

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების მოგვარება

წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განხილულ უნდა იყოს საქართველოს სასამართლოების მიერ, შესაბამისად მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლო სარჩელით მიმართონ შესაბამის სასამართლოს .

 

 

ბელუქსის რეკვიზიტები

მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს ბელუქსს შემდეგ კონტაქტებზე:

ტელეფონი : + 99532 2517400/01/02

ფაქსი : +99532 2517403

საფოსტო მისამართი : მარშალ გელოვანის #77, 0159 თბილისი, საქართველო;

ელექტრონული ფოსტა: info@beluxhome.com / customerservice@beluxhome.com

 

 

ავეჯის მოხმარების წესები

ტყავის ავეჯის მოხმარების რეკომენდირებული წესები (სამეულები, საწოლები)

 

თუ თქვენს ახალ ავეჯს მოფრთხილებით მოეპყრობით და გაითვალისწინებთ მოხმარების წესებს, მისი დაზიანების ალბათობაც არ იარსებებს. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ავეჯის ზედაპირის მოფრთხილების შემთხვევაში, მას არ გაუჩნდება იმ რაოდენობის ჭუჭყი, ზეთოვანი თუ სხვა ტიპის ლაქები, რომ შემდგომში ის გაწმენდას საჭიროებდეს.

1. არ იხტუნაოთ ავეჯზე და არ ჩაეშვათ მოწყვეტით. არ ჩამოსხდეთ დივნის სახელურებზე ან საზურგეზე, რადგან ის არ არის გათვალისწინებული ზედმეტ წონაზე და გამოიყენება მხოლოდ ხელის ჩამოსადებად. არარეკომენდირებულია რბილი ავეჯის საზურგეზე ან მასზე ფეხით ზედ შედგომა, გაითველისწინეთ, რომ დივანი არ არის კიბე, აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება.

2. დაუშვებელია დივნის ან საწოლის გადაადგილება გაჩოჩებით ან მიწოლით, თუნდაც გლუვი ზედაპირის შემთხვევაში, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს საზურგის, გვერდების და ფეხების (საწოლის შემთხვევაში, ბატუტის და ფეხების) კონსტრუქციის დაზიანება/დეფორმაცია. თუ გსურთ ავეჯის გადაადგილება, მაშინ უნდა ასწიოთ ის ძირიდან (ფეხებიდან) და ისე გადააადგილოთ, საწოლი კი უნდა დაიშალოს, დაშლილ მდგომარეობაში გადატანილ იქნას და შემდგომ აეწყოს ახალ ადგილზე. რეკომენდირებულია, საწოლის საზურგე განათავსოთ კედელთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საწოლის ხანგძლივი მოხმარების შემდეგ მისი მორყევა გარდაუვალია, ასევე დაუშვებელია საწოლის ბატუტზე ფეხით შედგომა, რადგან აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მის დაზიანებას. გადაადგილების შემთხვევაში დივანი უნდა ასწიოთ და მოაბრუნოთ ისე, რომ იყოს ვერტიკალურ პოზიციაში. არ გამოიყენოთ ფეხი ბერკეტად, რათა ფეხის მოტეხვა აიცილოთ თავიდან. თუ ავეჯი გადაადგილდება ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევით, ბუნებრივია, კომპანია ზემოთ ჩამოთვლილ დაზიანებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

3. განათავსეთ ტყავის ავეჯი გამათბობლის და რადიატორისგან მინიმუმ 50 სმ-ის დაშორებით. ავეჯის მოთავსება ასევე არ არის რეკომენდირებული კედლის კუთხეებთან და კარებთან ახლოს, რადგან აღნიშნულმა შესაზლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება. დაიცავით თქვენი ავეჯი მჭრელი და უხეში საგნებისგან, (ტანსაცმელზე არსებულმა რკინის ღილებმა შესაძლოა გამოიწვიოს ზედაპირის დაზიანება). ტყავის ავეჯი მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ და ძლიერ ნათებას, რადგან ეს გამოიწვევს ტყავის ზედაპირის გახუნებას/დაზიანებას. თუ თქვენი დივანი განიცდის მზის სხივების ინტენსიურ ზემოქმედებას, დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფარდა-ჟალუზების გამოყენება. ზედაპირის გახუნება/გაცვეთა ბუნებრივი მოვლენაა ხანგძლივი მოხმარების შემთხვევაში. მზის სხივებისგან, ტემპერატურის ცვლილებისგან და მოხმარებისგან გამოწვეული გახუნება, გაცრეცა არის ტყავის ბუნებრივი მახასიათებელი და არ მოიაზრება როგორც ქარხნული დეფექტი.

4. მოარიდეთ ტყავის ავეჯი ნესტიან ადგილებს. ტყავის ზედაპირის გაწმენდა აკრძალულია სველი, ნესტიანი ან გაწურული ნაჭრით, რადგან აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ზედაპირის დაზიანებას, დასკდომას და ფერის ცვლილებას. ტყავის ზედაპირი გაწმინდეთ მხოლოდ მშრალი, არაუხეში ნაჭრით, ტყავის სპეციალური საწმენდი საშუალებით. ნესტის და ტემპერატურის კონტროლი არის მნიშვნელოვანი ავეჯის ხარისხის ხანგძლივი შენარჩუნებისთვის.

5. აცეტონს, თმის სპრეის და სუნამოს შეუძლიათ ადვილად დააზიანონ ტყავის ზედაპირი. არ განათავსოთ აღნიშნული ნივთები ავეჯზე და თავიდან აიცილეთ მათი მოხმარება აღნიშნულ ავეჯთან.

6. მოარიდეთ შინაური ცხოველები თქვენს ავეჯს, რადგან მათ შესაძლოა კლანჭებით დააზიანონ იგი.

ტყავის ავეჯის მოვლის რეკომენდაციები (სამეულები, საწოლები)

 

1. გაუფრთხილდით, რომ თითოეული ლაქა მოაცილოთ დელიკატურად და იმოქმედეთ დალაქავებიდან დაუყოვნებლივ. თუ საჭირო გახდება საწმენდი ნივთიერებების გამოყენება, პირდაპირ ლაქაზე ნუ გამოიყენებთ მას. დაასხით საწმენდი სუფთა ნაჭერზე და პირველ რიგში დატესტეთ დივნის იმ ადგილზე, რომელიც არ ჩანს, ნაჭერი გამოიყენეთ სიფრთხილით, გაწმინდეთ ერთი მიმართულებით. დაუშვებელია გაწმენდა წრიული ან ჯვარედინი მოძრაობით, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება.

2. გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ტყავის სპეციალური საწმენდი საშუალებები. არასოდეს გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებების შემცველი სარეცხი საშუალებები. სასურველია ტყავის მოვლასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაიაროთ ქიმწმენდასთან.

3. რეკომენდირებულია, კვირაში ერთხელ მტვრის ასაღებად გამოიყენოთ საშუალო სიმძლავრეზე დაყენებული მტვერსასრუტი, რათა თავიდან ავიცილოთ ჭუჭყის ტყავში დაგროვება, რაც შემდგომში იწვევს ალერგიას და ტყავის დაზიანებას. სამეულებზე რეკომენდირებულია ყოველკვირეულად საზურგე და საჯდომ ბალიშებს შეუცვალოთ მიმართულება.

 

4. თუ არ გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამთვლილ რჩევებს, ეს დროთა განმავლობაში გამოიწვევს ტყავის საფარის (ზედაპირის) დაზიანებას, ტყავი დაიწყებს სკდომას და შეიცვლის სტრუქტურას.

 

ქსოვილის (ნაჭრის) ავეჯის მოხმარების რეკომენდირებული წესები

თუ თქვენს ახალ ავეჯს მოფრთხილებით მოეპყრობით და გაითვალისწინებთ მოხმარების წესებს, მისი დაზიანების ალბათობაც არ იარსებებს. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ავეჯის ზედაპირის მოფრთხილების შემთხვევაში, მას არ გაუჩნდება იმ რაოდენობის ჭუჭყი, ზეთოვანი თუ სხვა ტიპის ლაქები, რომ შემდგომში ის გაწმენდას საჭიროებდეს.

1. არ იხტუნაოთ ავეჯზე და არ ჩაეშვათ მოწყვეტით. არ ჩამოსხდეთ დივნის სახელურებზე ან საზურგეზე, რადგან ის არ არის გათვალისწინებული ზედმეტ წონაზე და გამოიყენება მხოლოდ ხელის ჩამოსადებად. არა რეკომენდირებულია რბილი ავეჯის საზურგეზე ან მასზე ფეხით ზედ შედგომა, გაითველისწინეთ, რომ დივანი არ არის კიბე, აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება.

2. დაუშვებელია დივნის ან საწოლის გადაადგილება გაჩოჩებით ან მიწოლით, თუნდაც გლუვი ზედაპირის შემთხვევაში, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს საზურგის, გვერდების და ფეხების (საწოლის შემთხვევაში, ბატუტის და ფეხების) კონსტრუქციის დაზიანება/დეფორმაცია. თუ გსურთ ავეჯის გადაადგილება, მაშინ უნდა ასწიოთ ის ძირიდან (ფეხებიდან) და ისე გადააადგილოთ, საწოლი კი უნდა დაიშალოს, დაშლილ მდგომარეობაში გადატანილ იქნას და შემდგომ აეწყოს ახალ ადგილზე. რეკომენდირებულია, საწოლის საზურგე განათავსოთ კედელთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საწოლის ხანგძლივი მოხმარების შემდეგ მისი მორყევა გარდაუვალია, ასევე დაუშვებელია საწოლის ბატუტზე ფეხით შედგომა, რადგან აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მის დაზიანებას. გადაადგილების შემთხვევაში დივანი უნდა ასწიოთ და მოაბრუნოთ ისე, რომ იყოს ვერტიკალურ პოზიციაში. არ გამოიყენოთ ფეხი ბერკეტად, რათა ფეხის მოტეხვა აიცილოთ თავიდან. თუ ავეჯი გადაადგილდება ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევით, ბუნებრივია, კომპანია ზემოთ ჩამოთვლილ დაზიანებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

3. დაუშვებელია გასაშლელი დივანის გამოყენება, როგორც ყოველდღიური საწოლი, მისი დატვირთვა განისაზღვრება მაქსიმუმ 90-110კგ მდე.

4. განათავსეთ ნაჭრის ავეჯი გამათბობლის და რადიატორისგან მინიმუმ 50 სმ-ის დაშორებით. ავეჯის მოთავსება ასევე არ არის რეკომენდირებული კედლის კუთხეებთან და კარებთან ახლოს, რადგან აღნიშნულმა შესაზლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება. დაიცავით თქვენი ავეჯი მჭრელი და უხეში საგნებისგან, (ტანსაცმელზე არსებულმა რკინის ღილებმა შესაძლოა გამოიწვიოს ზედაპირის დაზიანება). ნაჭრის ავეჯი მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ და ძლიერ ნათებას, რადგან ეს გამოიწვევს ქსოვილის ზედაპირის გახუნებას/დაზიანებას. თუ თქვენი დივანი განიცდის მზის სხივების ინტენსიურ ზემოქმედებას, დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფარდა-ჟალუზების გამოყენება. ზედაპირის გახუნება/გაცვეთა ბუნებრივი მოვლენაა ხანგძლივი მოხმარების შემთხვევაში. მზის სხივებისგან, ტემპერატურის ცვლილებისგან და მოხმარებისგან გამოწვეული გახუნება, გაცრეცა არის ქსოვილის ბუნებრივი მახასიათებელი და არ მოიაზრება როგორც ქარხნული დეფექტი.

5. ნაჭრის ავეჯი მოარიდეთ ნესტიან ადგილებს. ქსოვილის ზედაპირის გაწმენდა აკრძალულია სველი, ნესტიანი ან გაწურული ნაჭრით, უხეში საგნით (ჯაგრისით), რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედაპირის დაზიანება, გაცვეთა და ფერის ცვლილება. ნესტის და ტემპერატურის კონტროლი არის მნიშვნელოვანი ავეჯის ხარისხის ხანგძლივი შენარჩუნებისთვის.

6. აცეტონს, თმის სპრეის და სუნამოს შეუძლიათ ადვილად დააზიანონ ქსოვილის ზედაპირი. არ განათავსოთ აღნიშნული ნივთები ავეჯზე და თავიდან აიცილეთ მათი მოხმარება აღნიშნულ ავეჯთან.

7. მოარიდეთ შინაური ცხოველები თქვენს ავეჯს, რადგან მათ შესაძლოა მარტივად დააზიანონ იგი.

ნაჭრის (ქსოვილის) ავეჯის მოვლის რეკომენდაციები (სამეულები, საწოლები)

5. გაუფრთხილდით, რომ თითოეული ლაქა მოაცილოთ დელიკატურად და იმოქმედეთ დალაქავებიდან დაუყოვნებლივ. ქსოვილის ზედაპირი გაწმინდეთ მხოლოდ მშრალი, არაუხეში ნაჭრით, ქსოვილის სპეციალური საწმენდი საშუალებით. თუ საჭირო გახდება საწმენდი ნივთიერებების გამოყენება, პირდაპირ ლაქაზე ნუ გამოიყენებთ მას. დაასხით საწმენდი სუფთა ნაჭერზე და პირველ რიგში დატესტეთ დივნის იმ ადგილზე, რომელიც არ ჩანს, ნაჭერი გამოიყენეთ სიფრთხილით, გაწმინდეთ ერთი მიმართულებით. დაუშვებელია გაწმენდა წრიული ან ჯვარედინი მოძრაობით, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება.

6. გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ქსოვილის სპეციალური საწმენდი საშუალებები. არასოდეს გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებების შემცველი სარეცხი საშუალებები. სასურველია ქსოვილის მოვლასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაიაროთ ქიმწმენდასთან, ასევე თუ თქვენს ავეჯს ეხსნება ზედაპირი, რეკომენდირებულია იგი დასვრის ან დალაქავების შემთხვევაში წაიღოთ ქიმწმენდაში.

7. რეკომენდირებულია, კვირაში ერთხელ მტვრის ასაღებად გამოიყენოთ საშუალო სიმძლავრეზე დაყენებული მტვერსასრუტი, რათა თავიდან ავიცილოთ ჭუჭყის ქსოვილში დაგროვება, რაც შემდგომში იწვევს ალერგიას და ქსოვილის დაზიანებას. სამეულებზე რეკომენდირებულია ყოველკვირეულად საზურგე და საჯდომ ბალიშებს შეუცვალოთ მიმართულება. თუ თქვენი ავეჯის ბალიშების შიგთავსი შედგება ბატის ბუმბულისაგან, რეკომენდირებულია, პერიოდულად (სარჩულის გარეშე) მათი დაბერტყვა, გამზეურება.

8. თუ არ გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამთვლილ რჩევებს, ეს დროთა განმავლობაში გამოიწვევს ქსოვილის საფარის (ზედაპირის) დაზიანებას, ქსოვილი დაიწყებს გახუნებას, გაცვეთას და შეიცვლის სტრუქტურას.

მატრასის მოვლის და მოხმარების რეკომენდირებული რჩევები

 

1. რეკომენდირებულია მატრასს ყოველ სამ თვეში შეუცვალოთ მიმართულება.

2. დაიცავით მატრასი სისველისა და ნესტისგან. მისი ზედაპირის გაწმენდა აკრძალულია სველი, ნესტიანი ან გაწურული ნაჭრით, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედაპირის დაზიანება.

3. გაუფრთხილდით, რომ თითოეული ლაქა მოაცილოთ დელიკატურად და იმოქმედეთ დალაქავებიდან დაუყოვნებლივ. ქსოვილის ზედაპირი გაწმინდეთ მხოლოდ მშრალი, არაუხეში ნაჭრით, ქსოვილის სპეციალური საწმენდი საშუალებით. თუ საჭირო გახდება საწმენდი ნივთიერებების გამოყენება, პირდაპირ ლაქაზე ნუ გამოიყენებთ მას. დაასხით საწმენდი სუფთა ნაჭერზე და პირველ რიგში დატესტეთ მატრასის იმ ადგილზე, რომელიც არ ჩანს. გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ქსოვილის სპეციალური საწმენდი საშუალებები. არასოდეს გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებების შემცველი სარეცხი საშუალებები. სასურველია ქსოვილის მოვლასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაიაროთ ქიმწმენდასთან.

4. რეკომენდირებულია, კვირაში ერთხელ მტვრის ასაღებად გამოიყენოთ საშუალო სიმძლავრეზე დაყენებული მტვერსასრუტი, რათა თავიდან ავიცილოთ ჭუჭყის ქსოვილში დაგროვება, რაც შემდგომში იწვევს ალერგიას და ქსოვილის დაზიანებას.

5. თუ არ გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამთვლილ რჩევებს, ეს დროთა განმავლობაში გამოიწვევს მატრასის და მისი ზედაპირის დაზიანებას, ქსოვილი დაიწყებს გახუნებას, გაცვეთას და შეიცვლის სტრუქტურას.

6. მატრასის შესყიდვისას იკითხეთ გარანტიის პირობები, რადგან „ბელუქსში“ ზოგიერთ მატრასზე (Memory Foam) მოქმედებს ერთწლიანი გარანტია.

სკამის მოხმარების რეკომენდაციები და წესები

თუ თქვენს ახალ ავეჯს მოფრთხილებით მოეპყრობით და გაითვალისწინებთ მოხმარების წესებს, მისი დაზიანების ალბათობაც არ იარსებებს.

1. სკამი გამოიყენეთ მხოლოდ მიზნობრივად (დასაჯდომად). დაუშვებელია, სკამზე ჯდომისას მისი გადაწევა მხოლოდ წინა ან უკანა ორ ფეხზე, რადგან აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სკამის სიმძიმის ცენტრის დარღვევას, ფეხების დაზიანებას ან გადატეხას. არ დადგეთ ფეხით სკამზე ან მის საზურგეზე, გაითვალისწინეთ, რომ სკამი არ არის კიბე.

2. დაუშვებელია, სკამის შენახვა ზედმეტად ნესტიან ან მშრალ ადგილზე (სხვენი, სარდაფი).

3. სეზონურად, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ხის ნებისმიერი პროდუქტი დაბალი კოეფიციენტით განიცდის ბუნებრივ გაფართოება-შეკუმშვას, ამიტომ დაუშვებელია, მისი სველი ან ნოტიო ნაჭრით წმენდა.

4. დაუშვებელია, სკამზე ჯდომისას მისი გაჩოჩებით გადაადგილება, რადგან აღნიშნული ქმედება დააზიანებს სკამის კონსტრუქციას. გაითველისწინეთ, რომ სკამი უნდა აიწიოს და შემდეგ მოთავსდეს სხვა ადგილას.

საოფისე სკამები

1. არ მიაჯახოთ სკამი მაგარ საგნებს, რადგან ეს დააზიანებს სკამის ნაწილებს: ბორბლებს, ფეხებს და ა.შ. თუგინდ ისინი იყოს ლითონის კონსტრუქციის.

2. არამიზნობრივად არ გამოიყენოთ ან არ მოღუნოთ სკამის მარეგულირებელი მექანიზმები.

3. გორგოლაჭებიანი სკამით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაგიდის მიმართ, დაუშვებელია სკამით „კატაობა“.

4. საოფისე სკამი, რომელსაც აქვს საზურგის პოზიციის მარეგულირებელი მექანიზმი, გამოიყენეთ მიზნობრივად, იგი არ არის სარწეველა.

მაგიდის მოხმარების და მოვლის რეკომენდაციები და წესები

1. გამოიყენეთ ჭურჭლის სპეციალური დასაფენები, რათა დაიცვათ მაგიდა ზედმეტი ტემპერატურისგან (სიმხურვალისგან). მოერიდეთ მაგიდის (ავეჯის) ზედაპირზე ცხელი საგნების განთავსებას (ჩაიდანი, ლამბაქი და ა.შ.), რადგან აღნიშნული ქმედებით თქვენ დააზიანებთ ავეჯის ზედაპირს. მოერიდეთ მაგიდის ზედაპირზე მოთავსებას იმ ნივთებისა, რომლებიც გამოყოფს სითბოს, მაგალითად, კომპიუტერს, ელ. მოწყობილობებს შეუძლია ტემპერატურა აწიოს 20 გრადუსამდე, სპეციალური დაცვის გარეშე ამ ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მაგიდის ზედაპირის დაზიანება.

2. დაუშვებელია, მაგიდის გადაადგილება მის ზედაპირზე ხელის მოჭიდებით. გადაადგილების შემთხვევაში, ის უნდა დაიშალოს და თავიდან აიწყოს ახალ ადილზე. უკიდურეს შემთხვევაში კი რეკომენდირებულია, აიწიოს ძირიდან (ოთხივე ფეხით) და ისე გადაადგილდეს.

3. მაგიდის ზედაპირის დამაგრძელებელი ნაწილები შეინახეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ზედაპირით ზემოთ, დაცულ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ ნაკაწრები და დაზიანება. არ შეინახოთ იგი ნესტიან ადგილზე (სხვენში ან სარდაფში). რეკომენდირებულია, ისინი მოათავსოთ რბილ ნაჭერში და ისე შეინახოთ.

4. არ გამოიყენოთ მაგიდის ზედაპირი, (ასევე მინის ზედაპირი) საჭრელ ზედაპირად. ბასრი და მძიმე საგნები მოარიდეთ მას.

5. დაუშვებელია საოფისე მაგიდის დაშლის გარეშე გადაადგილება. იგი აუცილებელია, დაიშალოს და შემდეგ ახლიდან აიწყოს სხვა ადგილზე. თუ მაგიდა გადაადგილდება შესაბამისი წესების დარღვევით, ბუნებრივია, კომპანია დაზიანებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

კარადის (ტუმბოს) მოხმარების და მოვლის რეკომენდაციები და წესები

 

1. ხის პატარა ტუმბოების გადაადგილების შემთხვევაში, არ გააჩოჩოთ ისინი, რადგან ეს გამოიწვევს პანელების დარღვევას და სტრუქტურის შესუსტებას. ტუმბო უნდა გადაიხაროს უკან ან ირიბად და შემდეგ უნდა აიწიოს ძირიდან ოთხივე ფეხით. გამოიყენეთ საკმარისი ძალა ავეჯის გადასაადგილებლად. გადააადგილეთ ავეჯი ნელა და ფრთხილად. გადაადგილებისას კარებზე, კედელზე მისი დაჯახება გამოიწვევს ავეჯის დაზიანებას. ხოლო დიდი ზომის კარადის გადასაადგილებლად აუცილებელია, კარადა გადაადგილებამდე დაიშალოს და გადაადგილების შემდეგ აიწყოს ხელახლა. დაუშვებელია სხვა ფორმით კარადის გადაადგილება, რადგან აღნიშნული გამოიწვევს მისი კონსტრუქციის დაზიანებას. კარადის გაჩოჩების დროს ზიანდება კარკასი, კონსტრუქცია და ფეხები. თუ კარადა გადაადგილდება შესაბამისი წესების დარღვევით, ბუნებრივია, კომპანია დაზიანებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

ავეჯის მოვლის რეკომენდაციები

1. განათავსეთ ავეჯი გამათბობლის და რადიატორისგან მინიმუმ 50 სმ-ის დაშორებით, მოარიდეთ ის მზის სხივების პირდაპირ და ძლიერ ნათებას, რადგან ეს გამოიწვევს ხის და ქსოვილის/ტყავის ზედაპირის გახუნებას/დაზიანებას.

2. მოარიდეთ ხის ავეჯი ნესტიან გარემო-პირობებს, (ზღვასთან სიახლოვეს ხის ავეჯის გამოყნება არ არის რეკომენდირებული).

3. აცეტონს, თმის სპრეის, სპირტიან სასმელებს და სუნამოს შეუძლიათ ადვილად დააზიანონ ავეჯის ზედაპირი. არ განათავსოთ აღნიშნული ნივთები ავეჯზე და თავიდან აიცილეთ მათი მოხმარება ავეჯთან.

4. გაუფრთხილდით, რომ თითოეული ლაქა მოაცილოთ დელიკატურად და იმოქმედეთ დალაქავებიდან დაუყოვნებლივ. ქსოვილის/ტყავის/ხის/მინის ზედაპირი გაწმინდეთ მხოლოდ მშრალი, რბილი ნაჭრით, ქსოვილის/ტყავის/ხის/მინის სპეციალური საწმენდი საშუალებით. თუ საჭირო გახდება საწმენდი ნივთიერებების გამოყენება, პირდაპირ ლაქაზე ნუ გამოიყენებთ მას. დაასხით საწმენდი სუფთა ნაჭერზე და პირველ რიგში დატესტეთ ავეჯის იმ ადგილზე, რომელიც არ ჩანს, ნაჭერი გამოიყენეთ სიფრთხილით, გაწმინდეთ ერთი მიმართულებით. დაუშვებელია, გაწმენდა წრიული ან ჯვარედინი მოძრაობით, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება.

5. გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ქსოვილის/ტყავის/ ხის/მინის სპეციალური საწმენდი საშუალებები. არასოდეს გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებების შემცველი სარეცხი საშუალებები.

კომპანია „ბელუქსის“ ადმინისტრაცია