0

ჩემი კალათა

+995 322 51 74 03

BELUX

კალათა ცარიელია

„ბელუქსის“ ელექტრონულ მაღაზიაში შეძენილი 275 ლარზე ზევით ღირებულების პროდუქტის ადგილზე მიტანა და მონტაჟი თბილისის მაშტაბით უფასოა. პროდუქცია მომხმარებელთან გაიგზავნება მას შემდეგ რაც, მომხმარებელი გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და ეს აისახება ბელუქსის საბანკო ანგარიშზე. ელექტრონული გაყიდვებით ან/და ინტერნეტ აუქციონით შეძენილი ავეჯის ტრანსპორტირება, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ხორციელდება მაქსიმუმ ორი სამუშაო დღის განმავლობაში (ათვლა იწყება შესყიდვიდან მომდევნო სამუშაო დღეს).

მცირე ზომის პროდუქტის, სახლის აქსესუარებისა და ტექსტილის გადაზიდვას უზრუნველყოფს „ბელუქსის“ პარტნიორი კომპანია „DHL“-ი.

კომპანია „ბელუქსის“ წარმომადგნელი , ავეჯის ტრანსპორტირებამდე ერთი დღით ადრე უკავშირდება მფლობელს და ათანხმებს ავეჯის მიტანის სავარაუდო თარიღსა და დროს.

ავეჯის მიტანის დღეს კომპანია ”ბელუქსი”-ს სატრანსპოტრო/გადამზიდი ჯგუფი ერთი საათით ადრე უკავშირდება პროდუქტის მფლობელს და უთანხმებს ვიზიტის ზუსტ დროს.

„ბელუქსი”-ს პროფესიონალი კადრები, ავეჯს დეტალური სიზუსტით და განსაკუთრებული სიფრთხილით ააწყობენ და დაამონტაჟებენ მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას.

კლიენტის მოთხოვნით მიტანილი, აუწყობელი ავეჯის აწყობა ხდება მიტანიდან მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში უფასოდ. მიტანილი,

აუწყობელი ავეჯის მომხმარებლის მხრიდან გადაადგილებით

ან დაუდევარი მოპყრობით გამოწვეულ დაზიანებაზე კომანია „ბელუქსი“ იხსნის პასუხისმგებლობას.

მომხმარებლის მიერ თვითგადაზიდვის შემთხვევაში, ტრანსპორტირების დროს, ავეჯის შესაძლო დაზიანებაზე კომპანია “ბელუქსი” იხსნის პასუხისმგებლობას. (კომპანია „ბელუქსი“ მოგიწოდებთ დეტალურად შეამოწმოთ ავეჯი ტრანსპორტირებამდე. )

ნებისმიერი პროდუქტის მიწოდება ქალაქ თბილისის ფარგლებს გარეთ განხორციელდება მომხმარებლის ხარჯზე.

დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე:

+99532 2517400

ან მოგვწერეთ ელ-მისამართზე:

customerservice@beluxhome.com