0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბელუქსის შესახებ

BELUX

ბელუქსის შესახებ

"ბელუქსი" არის კერძო კომპანია, რომელიც უკვე ათწლეულია რაც ფლობს ხარისხის სახელს. კომპანია "ბელუქსი" ფუნქციონირებს საქართველოში 1997 წლიდან. მისი ძირითადი საქმიანობაა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაცია. "ბელუქსი" საქართველოში ფლობს საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელს, რომლებიც მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ რაიონში. ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია 4 ავეჯის სალონი, რომელთა საერთო სავაჭრო ფართობია 23.500 მ2.


"ბელუქსი" არის პირველი ავეჯის კომპანია რომელსაც გააჩნია ონლაინ გაყიდვებისა და ელექტრონული აუქციონის სისტემები. ონლაინ გაყიდვებით კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დაბალ ფასებს და შესყიდული ავეჯის ტრანსპორტირებას საქართველოს ფარგლებში, უმოკლეს ვადაში.


ამჟამად "ბელუქს ჰოლდინგი" თანამშრომლობს ევროპისა და აზიის 7 სხვადასხვა ქვეყნის 277 მწარმოებელთან. "ბელუქსის" სავაჭრო მარკის პროდუქცია მომხმარებელს უზრუნველყოფს მხოლოდ მაღალი ხარისხის, ელეგანტური და გამორჩეული დიზაინის პროდუქციით, რომელიც ნებისმიერ გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი.


თავისი მარკის პროდუქციის გასაყიდად კომპანია "ბელუქსი" თანამშრომლობს ამიერკავკასიის ბაზრის სხვადასხვა სავაჭრო ქსელებთან და ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიას 20.000 მ2 სასაწყობო სისტემით, საიდანაც აწარმოებს ექსპორტს ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაღალი ხარისხის, ფართო არჩევანის და მისაღები ფასების წყალობით "ბელუქსმა" მოიპოვა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი და ამჟამად არის ავეჯის იმპორტიორი წამყვანი კომპანია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.